ფაჩხის საჯარო სკოლის IV კლასს პირველი მასწავლებელი ნატო აბაშიძე ემოციურად გამოემშვიდობა
17-06-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ზეიმი გაიმართა. საყვარელ მოსწავლეებს დამრიგებელი ნატო აბაშიძე გამოემშვიდობა და ღონისძიებაც მისი ორგანიზებით ჩატარდა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს სკოლის ეზოში ფერადი დღესასწაული მოუწყო. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და მასწავლებელს ოთხწლიანი ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა ღონისძიების ბოლოს დიპლომებით დააჯილდოვა.

„ესენი ჩემი პირველი „მერცხლები“ არიან, რომლებიც დაიზარდნენ და გამიფრინდნენ ბუდიდან. დარწმუნებული ვარ ისინი იქნებიან ძალიან კარგი ექიმები, ჟურნალისტები,  პოლიციელები და სხვა  პროფესიის წარმომადგენლები. მე ძალიან მიყვარს და მეამაყება თითოეული მათგანი. წარმატებები მინდა ვუსურვო ცხოვრების შემდეგ ეტაპზე“ - ასე გამოემშვიდობა პირველი მასწავლებელი საყვარელ მოსწავლეებს.

მასწავლებელმა ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დიპლომებით დააჯილდოვა. გამომშვიდობება მასწავლებლისა და მოსწავლეების ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203