მოლითის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
17-06-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირსპირდა - „ნიკე“ და „ფენიქსი“.

სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს, რომ მოსწავლეებმა ექვსი რაუნდისაგან შემდგარ სხვადასხვა სახის თამაშში იასპარეზეს , დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა გუნდმა „ფენიქსმა“.

სპორტული ღონისძიების მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებამ პოზიტიური და მხიარული განწყობა შეიტანა, როგორც მოსწავლეებში, აგრეთვე პედაგოგებში. 

„წარმატებებს ვუსურვებთ მოლითის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203