თელავის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
17-06-2021

თელავის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში მასწავლებლები მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ესაუბრნენ და სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

„მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, მშობლებს და არაჩვეულებრივ პედაგოგებს ასეთი სანახაობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203