„გშორდებით არ გემშვიდობებით“ -კაცხის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
17-06-2021

15 ივნისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „გშორდებით არ გემშვიდობებით“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარმოადგინეს. 

2020- 2021  სასწავლო წლის  15 ივნისს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების დასრულების ღონისძიება „გშორდებით არ გემშვიდობებით“ გაიმართა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს მრავალი ლექსი, სიმღერა თუ ინსცენირება. გაიხსენეს როგორ შეეგებნენ ჯადოსნურ დედაენას და მის შემოქმედ იაკობს. სიყვარულით შეეგებნენ პირველ მასწავლებელს ქალბატონ მარინე მოდებაძეს. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს თავიანთი შემოქმედებით.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა სასწავლო წლის დასრულება მიულოცა საზოგადოებასა და სასკოლო თემს, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ქალბატონ ხათუნა მოდებაძეს და ეკატერინე ქებაძეს, მუსიკალურ რედაქტორს ქალბატონ მარგალიტა ფხალაძეს. კლასის ხელმძღვანელს ქეთევან კაპანაძესა და მშობლებს. ბედნიერი დასვენება და საუკეთესო მომავალი უსურვა მათ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203