ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას წელს ხუთი წარჩინებული კურსდამთავრებული და ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს
17-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. ამის დასტურია ის, რომ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას ხუთი ოქროსმედალოსანი ჰყავს და ესენი გახლავთ: თეო გოლუბიანი, მარიამ მანჯავიძე, ნინო მიქაბერიძე, საბა ებანოიძე, ბაქარ ორბელაძე​.

გიმნაზიის რექტორია მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), კლასის დამრიგებელი კი მანანა კიკნაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203