
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლამ ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
წერეთლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სკოლის ინვენტარი, ლაბორატორია და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს, მერხებს მიუსხდნენ და ერთი დღით მოსწავლის როლიც მოირგეს.
პედაგოგებმა მათ სასკოლო გარემო გააცნეს და სახალისო აქტივობებიც შესთავაზეს.
იხილეთ ფოტოები