როდინაულის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატები შექმნეს
17-06-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან და წასახალისებლად, მოსწავლეებს უამრავ საინტერესო აქტივობებითაც ანებივრებენ.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - სწორედ სახელწოდების ქვეშ გააერთიანეს სასწავლო წლის დასასრულს, ბუნებისმეტყველებაში განხორციელებული აქტივობა  მე-6 „ა" კლასის მოსწავლეებმა.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა საინფორმაციო პლაკატები შექმნეს და პრეზენტაციაც გამართეს. მოსწავლეებმა ორი პოსტერი: „ჯანსაღი კვება“ და „არა ალკოჰოლს“ დაამზადეს, სადაც თემატურად დაიტანეს ინფორმაცია, რომელიც მოზარდება აუცილებლად უნდა იცოდნენ.

აქტივობა ძალიან ინფორმაციული და სახალისო გამოდგა, მოსწავლეები კი ხალისით ჩაერთვნენ პროექტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203