გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერისთავის „გაყრა“ დადგეს
17-06-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნანა ჩოჩიშვილის ინიციატივით, გ.ერისთავის „გაყრა“ დადგეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„სცენა - „ხალხის მწვრთნელი და გამზრდელი ,სულისა და გულის ამამაღლებელი“. სასწავლო წლის დასასრულს სკოლის მე-9 კლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნანა ჩოჩიშვილის ინიციატივით, შემოგვთავაზეს საინტერესო სპექტაკლი გ.ერისთავის "გაყრა",- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია