„ჩვენ ვქმნით მომავალს“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
17-06-2021
ფარცხანაყანევის N 1 საჯარო სკოლის IV კლასმა, დამრიგებელის იზა ძოწენიძის ორგანიზებით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელა.
„ღონისძიება, სახელწოდებით - „ჩვენ ვქმნით მომავალს“ ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი კომპოზიცია, „მე ქართველი ვარ!“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა და პატრიოტული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი. ულამაზესი ქართული მელოდიების ფონზე მოსწავლეები ერთმანეთს ეცილებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიყვარულში. ღონისძიების მეორე ნაწილი სწავლების დაწყებითი საფეხურის დასრულებას და დამრიგებელთან დამშვიდობებას ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი და თავიანთი გემოვნებით შერჩეული საცეკვაო, სასიმღერო თუ ინსტრუმენტალური ნომრები დიდი მონდომებით წარუდგინეს მაყურებელს. ღონისძიების დასასრულს სიმბოლურად გაიხსნა კლასის ვარსკვლავიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს