კოდის საჯარო სკოლას წელს ოქროს მედლის სამი კანდიდატი ჰყავს
17-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ვასილ ბარნოვის სახელობის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, კოდის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. ამის დასტურია ის, რომ ვასილ ბარნოვის სახელობის კოდის საჯარო სკოლას ოქროს მედლის3 კანდიდატი ჰყავს და ესენი გახლავთ: გვანცა ეუაშვილი, გვანცა ოქროპირიძე და ნიკა მესხიშვილი. წარჩინებული კურსდამთავრებულების შესახებ კი ინფორმაციას კოდის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დალი გაბრიჭიძე ავრცელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203