ჭარნალის საჯარო სკოლას ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი ესტუმრა
17-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

ახლახან, ჭარნალის საჯარო სკოლას დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი,  დალი თურმანიძე ესტუმრა.

„შეხვედრა შედგა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან, სადაც განვიხილეთ ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი მეგზურისაგან მივიღეთ რჩევა-რეკომენდაციები სასკოლო კურიკულუმის შექმნასთან დაკავშირებით. შეხვედრა საინტერესო და თანამშრომლობით გარემოში წარიმართა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქალბატონ დალი თურმანიძეს“, აღნიშნულია ჭარნალის საჯარო კოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203