კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებს სიმფონიური საკრავების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
17-06-2021
თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ მეორე კლასის დამრიგებელმა ქეთი ჩიქოვანმა საინტერესო აქტივობები ჩაატარა .
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ყოველთვის საინტერესო და აქტივობებით დატვირთულია.
მეორე კლასში სიმფონიური საკრავების შესახებ ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პატარები ხალისით და მონდომებით იყვნენ ჩართულნი ამ აქტივობაში.