ექვსი კურსდამთავრებულიდან სამი მედლის კანდიდატია - ქვემო ქედის საჯარო სკოლა წარჩინებული მოსწავლეებით ამაყობს
17-06-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლა ამაყობს წარჩინებული მოსწავლეებით. სკოლის 6 მეთორმეტე კლასელიდან 3 მედლის კანდიდატია.
„ქვემო ქედის საჯარო სკოლისათვის მაღალი აკადემიური მოსწრება უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნეს.
ექვსი კურსდამთავრებულიდან სამი მედლის კანდიდატია. მათ შორის ნიკოლოზ ხარხელაური ოქროს, ანა ბურდული და თამარ ბაღიაური კი ვერცხლის მედლებს მიიღებენ. გილოცავთ, ნიკოლოზ, ანა და თამარ. თქვენი წარმატებით ამაყობს სკოლა, ოჯახი და მთელი სოფელი“,- აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია