„რთული სასწავლო წლის ბედნიერ დასასრულს გილოცავთ ჩემო ძვირფასებო“- ვანის N2 სკოლის დირექტორის თეონა ადეიშვილის მიმართვა მოსწავლეებს
17-06-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი მოსწავლეებს რთული და შრომატევადი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

„გადასატანი დღეებიც სრულდება თურმე... ეს დღეებიც გაძლიერებს, გრძნობ ვინ ხარ, რა შეგიძლია.

უამრავ ტრენინგზე სვამენ კითხვას - „როგორი უნდა იყოს ლიდერი?“

და ჩვენ ვასახელებთ, ვცდილობთ არაფერი გამოგვრჩეს... ბევრი რამ რჩება, იმიტომ,რომ სიცოცხლის ეპიცენტრში ხარ, მშვენიერებით და მოულოდნელობებით სავსე სიცოცხლეს ემსახურები. ხან პულსს უსინჯავ, ხან სუნთქვას უთვლი, უსმენ...

საოცრებები ახასიათებს სიცოცხლეს, გაუთვლელი რაღაცეები... ყველა დღე რაღაცას გასწავლის, თუმცა ერთი რამ მარადიულია, უპირობო სიყვარული. საქმისადმი უპირობო სიყვარული... რთული სასწავლო წლის ბედნიერ დასასრულს გილოცავთ ჩემო ძვირფასებო.  მწვერვალებისკენ იფრინეთ ჩვენო ბავშვებო“, - აღნიშნავს დირექტორი თეონა ადეიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203