
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში მე-9 კლასის გაცილების ღონისძიება გაიმართა. სკოლის დირექციამ, კლასის დამრიგებელმა ლია დალაქიშვილმა და პედაგოგებმა მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს.
თავის მხრივ მოსწავლეებმა პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები