ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიტერატურული კონკურსში საუკეთესო მოთხრობის ნომინაციაში გაიმარჯვა
16-06-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„წელს, გაზაფხულზე, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ნუშების თოვლი.

კონკურსი მოიცავდა მრავალფეროვან თემატიკას. გამოცხადებული  იყო სხვადასხვა ნომინაცია. მონაწილეობა მიიღეს VIII - XII  კლასების მოსწავლეებმა საქართველოს მასშტაბით.

საუკეთესო მოთხრობის ნომინაციაში გაიმარჯვა აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ნია სიმონიამ, რომელმაც დაწერა მოთხრობა „უცნობი კაცი“ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ერკატერინე რუსია). ნია დაჯილდოებულია სიგელითა და წიგნით ნუშების თოვლი. სადაც დაიბეჭდა მისი მოთხრობა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ნია სიმონიას კონკურსში გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203