სიმღერები, ლექსები, იუმორისტული ნომრები და სახალისო გამოცანები - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს
16-06-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ და სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხევდით, IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ზეიმი სახელწოდებით „გავიდა ეს 4 წელი“. შეასრულეს სიმღერები, ლექსები, იუმორისტული ნომრები, სახალისო გამოცანები და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს დაწყებითი საფეხური. მოსწავლეები სიყვარულით გამეომშვიდობენენ პირველ მასწავლებელს - აზა ქობულიას.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია