ალავერდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით დასრულდა
16-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით დასრულდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ია ყიფშიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს როგორც ფერწერული, გრაფიკული, ასევე შერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები.