„ძალიან ლამაზი და ემოციური დღე ქვენობნის საჯარო სკოლაში“ - მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ
16-06-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს გამოეთხოვნენ და სასწავლო წლის ბოლოს აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღია გაკვეთილზე, რომელიც სამშობლოს თემაზე გაიმართა. 

„ძალიან ლამაზი დღე ქვენობნის საჯარო სკოლაში -  მეოთხეკლასელები შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ და ოთხი წლის განმავლობაში ნინო მასწავლებელთან გატარებულ მხიარულ წლებს უკან მოიტოვებენ. რაც დედასავით მზრუნველი პედაგოგის, ნინო მასწავლებლისათვის და მშობლებისათვის ემოციური აღმოჩნდა.

ჩატარდა ღია გაკვეთილი მოსწავლეების მიერ არჩეულ თემაზე - „სამშობლო“. ბავშვებმა წარმოადგინეს სამშობლოზე წლის განმავლობაში ნასწავლი თემები  და დაუკავშირეს დღევანდელ საქართველოს მდგომარეობას. გამოთქვეს თავიანთი აზრი და გაალამაზეს მუსიკალური კომპოზიციით. მადლობა ნინო მასწავლებელს და ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს.

გილოცავთ, ჩემო ნიჭიერო ბავშვებო დღევანდელ დღეს, გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, მუდამ გახსოვდეთ და სამი ღვთაბრივი საუნჯე - „მამული, ენა, სარწმუნება“. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, გეცხოვროთ თავისუფალ და ლაღ საქართველოში, ძალიან მიყვარხართ, ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203