ახმეტის N2 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის პედაგოგები დაჯილდოვდნენ
16-06-2021
ახმეტის N2 საჯარო სკოლა „ითვინინგის“ პროექტებში 2015-2016 სასწავლო წლიდან არის ჩართული. 

პროექტში - „დედამიწის მცველები“ აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგები - ჟანა ხაჭაპურიძე, ეკა ჭაბუკაშვილი და ნინო ჭიღიტაშვილი.

მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად სკოლაში წარმატებით განახორციელეს პროექტის ყველა აქტივობა და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

„ახმეტის N2 საჯარო სკოლა მუდამ მზადაა „ითვინინგის“ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ეს პორტალი ემსახურება მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, ელექტრონული ვებგვერდების გაცნობასა და ქვეყნების დამეგობრებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203