„ჩვენ მშვიდობა გვინდა მარად! წინ, ბედნიერი მომავლისკენ“- დიდაჭარის საჯარო სკოლაში ბავშთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
16-06-2021

1 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას პედაგოგი მავი წულუკიძე ხელმძღვანელობდა. 

პედაგოგმა მეორეკლასელებთან ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრა და სახალისო აქტივობებში ჩართო.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203