ბავშვთა დაცვის დღესასწაული რცხმელურის საჯარო სკოლაში
16-06-2021

1 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.

ბავშვები გაეცნენ ამ დღის დაარსების ისტორიას, მოაწყვეს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერების გამოფენა, დაამზადეს კედლის გაზეთი და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ბავშვთა უფლებები.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203