„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, თქვენ მაინც „ჩემი ბავშვები“ იქნებით“- საბეჭისის საჯარო სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს
16-06-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში გააგრძელებენ. სწორედ ამიტომ, საბეჭისის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელებს გამოსამშვიდოებებელი ღონისძიება მოუწყვეს და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, დღეს მეცხრე კლასი დაამთავრეთ, გაიზარდეთ, ტოვებთ საბეჭისის საჯარო სკოლის კედლებს, ვიცი, რასაც განიცდით. მჯერა, ახალ გარემოშიც კარგად იგრძნობთ თავს ახალი სასწავლო წლიდან. ძალიან მენატრებით და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, თქვენ მაინც „ჩემი ბავშვები“ იქნებით, ყოველთვის გავიხარებ თქვენი სიხარულით და თუ დაგჭირდებით, თქვენთან მიგულეთ. მიყვარხართ თითოეული. მრავალი წარმატება თქვენ“-, წერს პედაგოგი სანათა ოჭიაური.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203