თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება ფლეშმობით აღნიშნეს
16-06-2021

თბილისის N12 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ფლეშმობით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სკოლაში განვლილი 4 წელი შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამრიგებელი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და სოციალურ ქსელში მოსწავლეებს ემოციური წერილიც მიუძღვნა. 

„წინ ცხოვრების დიდი გზა გაქვთ გასავლელი. ისწავლეთ და იშრომეთ დაუღალავად, იყავით მიზანდასახულნი, არ შეუშინდეთ დაბრკოლებას!

გახსოვდეთ, ყველა გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებით იწყება!

მადლობა დაუვიწყარი 4 წლისთვის IV კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს. მიყვარხართ! ეკა მასწავლებელი“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203