რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის პირველობაზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზეს
16-06-2021

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში გამართულ მუნიციპალიტეტის პირველობა წარმატებით იასპარეზეს. 

„12 ივნისს ხულოს საჯარო სკოლაში მკლავჭიდში მოსწავლეებს შორის ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა 60-65-75 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს აღნიშნულ შეჯიბრში.

65 -კგ წონით კატეგორია: ანდრეს შაინიძე პირველი ადგილი მარჯვენა ხელით, მეორე ადგილი მარცხენა ხელით.

75 -კგ წონითი კატეგორია: ბექა შაინიძე მეორე ადგილი მარჯვენა ხელით.

აბსოლუტური წონითი კატეგორია: ირაკლი შაინიძე მესამე ადგილი.

ვულოცავ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და სპორტის პედაგოგს გიგლა სურმანიძეს პირადად და სკოლის სახელით ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203