მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში 2 წელია პროექტი - „კინო სკოლაში“ მიმდინარეობს
16-06-2021
მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში 2 წელია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტი მიმდინარეობს.

„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ჩვენ სკოლაში, უკვე 2 წელია ახორციელებს პროექტს - „კინო სკოლაში“, ეს ერთ-ერთ წარმატებული პროექტია, რომელსაც კოორდინირებას უწევს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, იზა შავერდაშვილი.

პედაგოგის ძალისხმევით მე-7 კლასის მოსწავლეები აქტიურად უყურებენ თემატურად საინტერესო დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს და მონაწილეობენ დისკუსიებში. აღნიშნული პროექტის ორგანიზატორებმა კინოს სპეციფიკის შემსწავლელი ონლაინ გაკვეთილების აქტიური მონაწილეები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვეს.

სკოლა მადლობას უხდის კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს და იზა მასწავლებელს მოსწავლეებში კინოხელოვნების აღქმისა და გაგება-გააზრების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203