„მადლობელი ვარ თქვენთან გატარებული ოთხი დაუვიწყარი წლისთვის“ - თბილისის N133 სკოლის პედაგოგი ნატა გზირიშვილი სადამრიგებლო კლასს გამოემშვიდობა
16-06-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატა გზირიშვილი სადამრიგებლო კლასს გამოემშვიდობა და მათთან ერთად გატარებული ოთხი წლისთვის ბავშვებს მადლობა გადაუხადა. მოსწავლეები პირველ მასწავლებელს სიყვარულით დაემშვიდობნენ.

„თბილისის N133 საჯარო სკოლის IV კლასის ახლა უკვე უფროსკლასელებო, გილოცავთ დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას!

მუდამ მშვიდობის გზით გევლოთ წარმატებულებსა და გამარჯვებულებს. თქვენ ამირჩიეთ მე და იმ დღიდან გაგიხადეთ ჩემი გულის თანამგზავრებად. მიგულეთ თქვენს გვერდით და მე მჯერა, რომ ვიამაყებ თქვენით!

ჩემო საყვარლებო, მადლობელი ვარ თქვენთან გატარებული ოთხი დაუვიწყარი წლისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისა და ნდობისთვის.

მე ვიყავი და ვიქნები მუდამ თქვენი ერთგული მეგობარი და მესაიდუმლე. მე თქვენ მიყვარხართ!“-წერს პედაგოგი ნატა გზირიშვილი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203