„ძლიერი სკოლა ნიშნავს, ძლიერ სასკოლო საზოგადოებას“- დარეჯან კანანაძე, შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორის დარეჯან კანანაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სასიამოვნოა თუ წელმა კარგად ჩაიარა, სკოლას ჰქონდა წარმატებები და იყო შედეგზე ორიენტირებული.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ სასკოლო საზოგადოებას, რომელშიც გაერთიანებულია ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. ძლიერ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მაღალ კვალიფიციურ პედაგოგებს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- მონაწილეობა სამოქალაქო განათლების პროექტში, რომელმაც მოგვიტანა სასურველი შედეგი. გავიმარჯვეთ ტექნიკის კონკურსში და საჩუქრად გადმოგვეცა ლეპტოპი. 

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- და აუცილებელია, რადგან მშობლის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის, ასევე მოსწავლის მოსწრების კუთხით. მათ შეუძლიათ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, წარმართვაში, შეცვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მასწავლებელი და მშობელი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ძლიერი სკოლა, რაც დამოკიდებულია თანამშრომელთა მაღალკვალიფიკაციაზე.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მაღალკვალიფიციური თანამშრომელები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203