წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „სიცოცხლე მღვიმეებში“ განხრციელდა
16-06-2021
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მეშვიდე და მეხუთე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი - „სიცოცხლე მღვიმეებში“ განხორციელდა.
„მე-7ა, 7ბ (ხელმძღვანელი მარინა გოლეთიანი) და 5ბ კლასებმა (ხელმძღვანელი ნინელი კუხალაშვილი) განახორციელეს ერთობრივი პროექტი - „სიცოცხლე მღვიმეებში“ შესახებ.
მთელი წლის განმალობაში ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა ჩართულობით.
პროექტის დასკვნით ნაწილში მონაწილეები დაუკავშირდნენ ილია სახელობის უნივერსიტეტის ზოოლოგიის და გეოგრაფიის კათედრებს (ხელმძღვანელი ეთერი მაღრაძე).
უნივერსიტეტის ხელშემწყობით ჩატარდა კონფერენცია პრომეთეს მღვიმეში, ქალბატონმა ეთერი მაღრაძემ ჩაატარა საველე პრაქტიკა მღვიმეში. ბავშვების ჩართულობით მან შეაგროვა მღვიმის უხერხემლო ცხოველები, დაამზადეს პრეპარატები და მიკროსკოპით დაათვალიერეს.
ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები პროცესში. პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს