ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის” სამივე ფილიალის მასწავლებლების მონაწილეობით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
16-06-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალის მასწავლებლების მონაწილეობით პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სემესტრის განმავლობაში PBL მეთოდოლოგიით განხორციელებული პროექტების შესახებ. ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი გამოცდილება, რეკომენდაციები და რჩევები.

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ სწავლების PBL მეთოდოლოგია მიმდინარე წლიდან დაინერგა და მას უკვე წარმატებით იყენებენ სხვადასხვა საგანში.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს, სასკოლო მასალასა და დამატებით რესურსს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის. 

თითოეულ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები სასკოლო მასალასა და რეალურ ცხოვრებას აკავშირებენ ერთმანეთთან. შებრუნებული საკლასო ოთახის მეშვეობით, ხდება ცოდნის ეფექტურად კონსტრუირება, გარესამყაროსთან ინტერაქცია ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერს უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203