თბილისის N108 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჭირო ლიტერატურა გადაეცა
16-06-2021

თბილისის N108 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას სასურველი წიგნები გადაეცა. სკოლის დირექცია თბილისის მერიას ძვირფასი საჩუქრისთვის მადლობას უხდის.

„როგორც მოგეხსენებათ, „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით, თბილისი 1 წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით დედაქალაქში მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდება. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით და ითვალისწინებდა თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციას, რომელიც თითოეული სკოლისთვის 900 ლარის ღირებულების ვაუჩერს შეადგენდა.

ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკისთვის შევარჩიეთ სასურველი და საჭირო ლიტერატურა, რომელიც გადმოგვეცა. მოსწავლეები და მასწავლებლები ინტერესით ათვალიერებდნენ ახალ წიგნებს.

მადლობას ვუხდით თბილისის მერიას ძვირფასი საჩუქრისთვის, რომელიც სასიკეთოდ წარმართავს მათ შემეცნებით განვითარებას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203