ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის, ანანო გრძელიძის ნახატების გამოფენა მოეწყო
16-06-2021

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის ანანო გრძელიძის ნახატების გამოფენა მოეწყო.

ანანო არის თვითნასწავლი მხატვარი და მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ანანო გრძელიძე ხატვის გარდა გამოირჩევა მუსიკალური ნიჭით და შესანიშნავად მღერის და, რაც მთავარია, იგი არის წარჩინებული მოსწავლე. 

„ვუსურვებთ ანანოს წარმატებებს სწავლასა და შემოქმედებით ცხოვრებაში“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203