
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში - „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ გაიმარჯვეს. კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჩაატარა.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„გილოცავთ! ვისურვებდით, სწორედ ასე სასიამოვნოდ დაგვესრულებინა ყოველი სასწავლო წელი! მადლობა“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები