გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა გაკვეთილზე ტყის სამყარო ​დიორამებითა და ნახატებით გააცოცხლეს
16-06-2021
ზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შემოქმედებითი აქტივობით დაასარულეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე თემაზე - „ჩხიკვთა ქორწილი“ პედაგოგმა ციური პატარაიამ მოსწავლეებთან შემოქმედებითი აქტივობები ჩაატარა. 

„ულამაზესი და ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მესამე კლასში. მოსწავლეებმა და პედაგოგმა საკუთარი ხელებით შექმნილი დიორამებით და ნახატებით გაკვეთილზე გააცოცხლა ულამაზესი ტყის სამყარო“, - აღნისნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203