„მსოფლიოს პატარებს ბედნიერ, ფერად, ლაღ ბავშვობას გისურვებთ“ - ბავშვთა დაცვის დღესასწაული მოლითის საჯარო სკოლაში
16-06-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ. მსოფლიოს პატარებს ბედნიერ, ფერად, ლაღ ბავშვობასა და ნათელ მომავალს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა - განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია