ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ანასტასია გურეშიძემ ტაეკვონდოს ჩემპიონატში მე-2 ადგილი მოიპოვა
16-06-2021

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ანასტასია გურეშიძე ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე გავიდა და საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრი გახდა. დირექცია მოსწავლის შესახებ გვიამბობს:

„ანასტასია გურეშიძე VI კლასის (დამრიგებელი ფიქრია ჯიმშელეიშვილი) წარმატებული მოსწავლეა, იგი ექვსი წელია აღმოსავლური ორთაბრძოლების ოლიმპიურ სახეობა-ტაეკვონდოში ვარჯიშობს. მწვრთნელი - მამა, რომეო გურეშიძეა.
ამ დროის განმავლობაში ანასტასიამ არაერთი ჯილდო და საპრიზო ადგილი დაიმსახურა, როგორც საქართველოს ჩემპიონატზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე. ახლახან, 4,5,6 ივნისს, გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე იგი მე-2 ადგილზე გავიდა და საქართველოს კადეტთა (მოზარდთა) ნაკრების წევრი გახდა. 

ვულოცავთ ანასტასიას ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203