
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ევროპარლამენტის მოდელირებით გამართულ ღონისძიებაზე, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რამდენიმე კომიტეტი იყო შექმნილი, სადაც თბილისის N64 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ ლომიტაშვილი წარმოადგენდა „ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კომიტეტს“.
თემა იყო: „მუსლიმი ქალების დისკრიმინაცია ევროპაში“. ქულათა რაოდენობით მეორე ადგილი მარიამის კომიტეტმა აიღო (16ქულა). გამარჯვება კი „ადამიანთა უფლებების“კომიტეტმა მოიპობა 17 ქულით.
„წარმატებები მარიამს, გისურვებთ მორიგ წინსვლას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები