ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - დირექტორმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა
16-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის ტექნიკურ პერსონალს გაწეული შრომისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. 

დირექტორმა, როგორც ონლაინ, ისე საკლასო ოთახებში აქტიურად სწავლებისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა გეოგრაფიის მასწავლებელს - არმენაკ ასატრიანს, ისტორიის მასწავლებელ არმინე კირაკოსიანს, ქართული ენის პედაგოგ ლეილა დათაშვილს, რუსული ენის მასწავლებელ გაიანე ფიდანიანს და დაწყებითების მასწავლებელს აიდა აპოიანს.

მოსწავლეებს კი მონდომებით სწავლისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი უფრო აქტიური და წარმატებული იქნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203