გაიცანით, ახალგაზრდა მხატვარი პანკისიდან - ახმეტის კულტურის ცენტრი მარიამ ქიბროწაშვილს წარმოგვიდგენს
16-06-2021

ახმეტის კულტურის ცენტრი 17 წლის მხატვარს, მარი ქიბროწაშვილს წარმოგვიდგენს, რომელიც ხატვამ რამდენიმე წლის წინ გაიტაცა და მას შემდეგ ეს საქმე ჰობად ექცა. ახალბედა მხატვარი, როგორც თავად გვიამბობს, საწყის ეტაპზე, ძირითადად, პეიზაჟებს ხატავდა და ერთხელაც, დას გაუმხილა - ხატვა ძალიან მიტაცებს, მსურს, მხატვარი გავხდეო. რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამას ვერ შეძლებდა, რადგან არ იცოდა პორტრეტების ხატვა.

„ჩემი დის ეს სიტყვები გახდა მოტივატორი, რომ პორტრეტების ხატვაც მესწავლა“, - გვიამბობს მარიამი, თუმცა გული სტკივა, რადგან არ აქვს განვითარების საშუალება - ხატვა ხომ მისი ცხოვრებაა და იმედოვნებს, რომ აუცილებლად მოვა დღე, როდესაც საყვარელ საქმეს პროფესიულ დონეზე შეისწავლის. 



იხილეთ ბმული:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203