
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVგ კლასში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჩატარდა გაკვეთილი, რომლის კომპლექსური დავალების პირობა იყო პოსტერის შექმნა პროგრამა MS Word-ში.
მოსწავლეებმა კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შეძლეს ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება; დოკუმენტში გამოიყენეს შესწავლილი ინსტრუმენტები: ფონტის ზომა, ფერი, სტილი, ამოტრიალება და ფერის შეცვლა, ჩასვეს ფიგურები, მასში ჩასვეს შესაბამისი ტექსტი და ფოტომასალა, რომლითაც შეძლეს პოსტერის გაფორმება. შეინახეს დოკუმენტი სახელით „საქართველოს სიმბოლიკა“. შენახული ფაილი ატვირთეს საქაღალდეში „თიმსის“ პლატფორმაზე.
საგნის პედაგოგი ინგა არაბიძეა; დამრიგებელი ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილი.
იხილეთ ფოტოები