ბავშვთა დაცვის დღესასწაული სალომინაოს საჯარო სკოლაში
16-06-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სალომინაოს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები და მოაწყეს გარე აქტივობები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია