„მეიმედებით, მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ!“ - სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და თანამშრომლებს ბედნიერი არდადეგები უსურვა
16-06-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლამ ეს სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარჩინებით დაასრულა. სკოლამ ყველა გამოწვევა შესაშური წარმატებით დაძლია და მიღწეული შედეგებითაც თამამად შეუძლია თავი მოიწონოს.

საკუთარი სკოლის შედეგებით, მასწავლებლებითა და მოსწავლეებით ამაყია სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მიქაძე და თავადაც არ იშურებს ძალისხმევას მათ წასახალისებლად.

წარმატებული წელი სკოლის ეზოში გამართული ღონისძიებით გააცილეს და სასწავლო წლის ბოლო დღეს სწავლის დასრულება ღია ცის ქვეშ აღნიშნეს.

ფერადი და მხიარული დღის დასასრულს, სკოლის ხელმძღვანელმა სკოლის მოსწავლეებს და თანამშრომლებს ბედნიერი, ფერადი, მხიარული არდადეგები უსურვა: „მეიმედებით, მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ!“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203