ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლამ სიგელი და საჩუქრები დაიმსახურა
16-06-2021

დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. სკოლის დირექტორი გახლავთ ისლამ მამედოვი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს მოსწავლეები და პედაგოგები საინტერესო აქტივობებით წაახალისოს. სწორედ ხელმძღვანელის დამსახურებით, სკოლამ ეს სასწავლო წელიც წარმატებით დაასრულა.

პროგრამაში - „მომავლის თაობა“ მაღალი აქტიურობისთვის, ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლა მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

„ეს გამარჯვება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ სკოლის დირექტორის ისლამ მამედოვის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და პროექტის ხელმძღვანელმა შაჰლარ მამედოვმა წარმატებით გაიარა ტრენინგ პროგრამა - დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება. ეს პროექტი მომავლის თაობა PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში არის საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქა“. „სიქა“, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა სკოლას პროექტის  ფარგლებში  წარმატებით განხორციელებულ აქტივობებში: გარემოს დაცვა, სასმელი წყლის პრობლემები და სხვ.

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) მიერ სკოლას მადლობის სიგელთან ერთად, გადაეცა სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203