ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნა
16-06-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში ეს სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო და წარჩინებითაც დასრულდა. სკოლამ ყველა გამოწვევა შესაშური წარმატებით დაძლია და მიღწეული შედეგებითაც ნამდვილად შეუძლია იამაყოს.

სწავლითა და აქტიურობით გამორჩეული იყო მეოთხე კლასი, რომელმაც წლის დასასრული ფერადი და სახალისო აქტივობით დააგვირგვინა. სკოლის მეოთხე კლასელები მასწავლებელმა ემოციურად გააცილა და სკოლის ეზოში ფერადი დღესასწაული მოუწყო.

გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. ეს დღე ნამდვილად ჩაიწერება პატარების სასკოლო მოგონებებში, როგორც გამორჩეული და დასამახსოვრებელი დღესასწაული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203