გუთურის საჯარო სკოლის მე-4 კლასში პროექტი - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ განხორციელდა
16-06-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მე-4კლასში, 2-კვირიანი საკლასო პროექტი სახელწოდებით - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ 15 ივნისს დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბუნების სარგებლობის შესახებ. დაამზადეს ხელნაკეთი ბუკლეტები, სადაც განათავსეს მოძიებული ინფორმაცია და დაურიგეს სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს. ასევე, შექმნეს პოსტერი და გამოუშვეს კედლის გაზეთი.
პატარებმა სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
პროექტის დასასრულს გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ, უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეებს გაეცნენ.
პროექტის ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა კალანდაძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია