„ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ჰობია“ - მესტიის N2 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო სპორტული მარათონი გაიმართა
16-06-2021

„ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ჰობია“ - ამ დევიზით 14 ივნისს, მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო სპორტული მარათონი ჩატარდა.

მარათონში სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. შემოსული თანხა კვირიკე-კარლი ჯაფარიძის ანგარიშზე  ჩაირიცხა.

სპორტული მარათონის ორგანიზატორი ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე - ნაზიბროლა გულბანი იყო.

„მარათონის უპირველესი მიზანი ქველმოქმედება იყო.  ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდებში არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, არამედ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა სიყვარული, თანადგომა და ურთიერთპატივისცემა“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203