წყალტუბოს N1 სკოლის IV კლასში ოტია იოსელიანის დაბადების 92-ე წლისთავს კლასის საათი მიეძღვნა
16-06-2021

ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადების 92-ე წლისთავს მიეძღვნა კლასის საათი ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში (კლასს ხელმძღვანელი ნ. ლობჯანიძე).

მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარადგინეს.

ბარბარე ლომიძემ თანაკლასელებს მწერლის ბიოგრაფია გააცნო, ნიკოლოზ იობიძემ და ნატალია ბანძელაძემ- ფრთიანი გამონათქვამები, დემეტრე ჩაგელიშვილმა ოტიას ეზო-ყურე ნახატით წარმოადგინა, ანდრია ბენიძემ, მედეა შამანაძემ და ბარბარე ლომიძემ წაიკითხეს მწერლის ლექსები.

კლასის საათი შეაფასა პედაგოგმა ლელა ჩირგაძემ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203