
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხატვის კონკურსი მოაწყვეს.
„კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს ნახატების საშუალებით გადმოეცათ ბავშვთა უფლებები და მოვალეობები, ასევე კონკურსი ემსახურებოდა გამოფენილი ნახატებისაგან საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენასა და მოსწავლეთა დაჯილდოებას სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ. აღნიშნულ კონკურსს ხელმძღვანელობდნენ მეორე და მესამე კლასის ხელმძღვანელები: ნანული გობაძე და სოფიკო მელაძე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.