„გაბრიელის ახდენილი ოცნება“- არაშენდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი კეკელიძეს შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე გაბრიელ მედულაშვილს, რომელიც გახდა კონკურსის - „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ ჟიურის რჩეული, ოცნება აუხდა.
მის ნატვრას, შეხვედროდა და ესაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან, ფრთები შეესხა. მწერალი
პატარა მკითხველს პირადად შეხვდა, ესაუბრა მას და საჩუქრად გადასცა წიგნები.
„გაბრიელს არასოდეს დაავიწყდება ეს ემოციური შეხვედრა! მადლობა ბატონ გიორგის გაბრიელის გაბედნიერებისათვის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები