„ბედნიერ და ხალისიან არდადეგებს გისურვებთ ბავშვებო“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა
16-06-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სასწავლო წელი ყველა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა. სკოლის ბოლო დღე კი მხიარული აქტივობებით აღნიშნეს.
„დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი. ბედნიერ და ხალისიან არდადეგებს გისურვებთ ბავშვებო! მომავალ შეხვედრამდე“, - მიმართეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია